ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი რუსთავში არჩევნებს აკვირდება.
ელჩმა ქალაქის მასშტაბით რამდენიმე საარჩევნო უბანი დაათვალიერა.
მისი განცხადებით, უბნებზე, რომლებზეც იმყოფებოდა, კენჭისყრის პროცესი მშვიდად და ყველა წესის, მათ შორის კოვდირეგულაციების, მიმდინარეობს.
"ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ვმონაწილეობ როგორ დამკვირვებელი ამ არჩევნებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები და დღეა, რადგან ქართველი ხახლი გამოდის, რომ მისცეს ხმა. უზრუნველყონ ანგარიშვალდებულება მათი არჩეული ლიდერების და გააკეთონ განაცხადი, თუ რა არის მათთვის პრიორიტეტული. იქნება ეს სამუშაო ადგილები, გზები, ჯანდაცვა თუ სხვადასხვა. ჯერ-ჯერობით რა საარჩევნო უბნებზეც ვიყავი პროცესი მიმდინარეობს მშვიდად, ყველაფერი არის კარგად ორგანიზებული. ამომრჩევლებს აქვთ საშუალება რომ მისცენ ხმა, ასეცე დაცულია უსაფრთხოება კოვიდის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვიდეს საარჩევნო უბანზე",- განაცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან.