რუსთავში 88-ვე საარჩევნო უბანი უკვე გახსნილია.
როგორც რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გაგა აფციაურმა აღნიშნა, პროცესი ყოველგვარი შეფერხების გარეშე წარიმართა და პირველ ამომრჩეველს 08:00 საათიდან ხმის მიცემის შესაძლებლობა ჰქონდა.
მისი თქმით, ჯერჯერობით საოლქო საარჩევნო კომისიაში არცერთი საჩივარი არ შესულა.
"ყველაფერი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში. არაფერი დარღვევა არ ყოფილა", - აცხადებს აფციაური.
ჯამში, რუსთავში, 106 895 ამომრჩეველია დარეგისტრირებული.
აფციაურის ინფორმაციითვე, 88 საარჩევნო უბნიდან 4 სპეცუბანია, აქედან 3 პენიტენციურ დაწესებულებაშია გახსნილი, 1 კი კოვიდინფიცირებულთათვისაა.