რამდენიმე დღის წინ რუსთავში მომხდარ ინციდენტს ენმ-ს ახალგაზრდული ფრთის წევრი მარიამ მიხელიძე ეხმაურება, საუბარია ფიზიკურ დაპირისპირებაზე რომელიც ნაციონალური მოძრაობის ოფისთან მოხდა. მარიამ მიხელიძე აცხადებს რომ აღნიშნულ ინცინდენტს ოფისში მყოფი ერთერთი გოგონა იღებდა, შემდეგ კი მას უთხრეს რომ ვიდეო მოეჭრა და ისე გაეგზავნა მედიისთვის.
"ჩემთვის მიუღებელი იყო ადამიანი უფლებების დარღვევა, როდესაც ვხედავ იქ იმ ადგილას სადაც ჩემი პრიორიტეტი ადამიანები არიან, რომელთაც ვენდობი ამდენი წლის განმავლობაში, მათ გვერდით ვდგავარ მგონია რომ ყველაფერს სამართლიანად ვაკეთებ და მგონია რომ ისინიც ამას აკეთებენ, უცებ ასეთი რაღაც ხდება. გავიგე რომ ვიდეოს მოჭრაზე მიდის საკითხი, შემოდის პიროვნება, რომელიც გვეუბნება რომ ის პირველი კადრები არ უნდა გადაეცეს ტელევიზიას, ეს პირველი ნაწილი უნდა მოიჭრას და ისე უნდა გაეგზავნოს ტელევიზიებს რამაც სრულად შეცვალა რეალური ფაქტი, ის რაც მოხდა ადგილზე. ეს ავტომატურად ნიშნავდა იმას როდესაც მეორე დღეს ჩვენებაზე ვიყავი მისული მიმეცა ისეთი ჩვენება როგორიც მოჭრილ ვიდეოს ასახავდა, ამაზე უშუალოდ მითითება არ ყოფილა. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ მითითება იმის რა გავაკეთო და რა არ გავაკეთო ჩემთვის უშუალოდ პიროვნებას არავის არ უთქვამს და ამიტომ მე ხელს ვერ დავადებ ვერავის, თუმცა ის ფაქტი როდერსაც რაღაც კონკრეტული სიმართლე იჩქმალება ჩემ თვალწინ და ეს ხდება ყველას დასანახად არის ჩემთვის ძალიან მიუღებელი. ზუსტად არ ვიცი რა მოიჭრა თუმცა ვიცი რომ საერთო სახე იმ ვიდეოს მოჭრამ ნამდვილად შეცვალა", - აცხადებს მარიამ მიხელაძე.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით "ინფო რუსთავი" საერთო ოპოზიციურ მერობის კანდიდატს დავით კირკიტაძეს დაუკავშირდა. "ამ გოგონაზე განხორციელდა ზეწოლა. რა კადრების წაშლა, სუს-ის 12 კამერა იღებდა ყველაფერს, არ სცხვენიათ?", - აცხადებს დავით კირკიტაძე.
შეგახსენებთ რომ ინციდენტი 24 ოქტომბერს, ნაციონალური მოძრაობის ოფისთან მოხდა, ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას.