Facebook-ის სახელწოდება იცვლება

2021-10-28 23:13:38

Facebook-ის დასახელება იცვლება.

კომპანიის დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის განცხადებით, ახალი სახელწოდება Meta იქნება.

ცუკერბერგის განმარტებითვე, რებრენდინგი კომპანიის ახალ მიმართულებას, ვირტუალურ რეალობასა (VR) და მეტავერსს უკავშირდება.

"ჩვენ ვგეგმავთ, რომ მოსახლეობის აღქმაში სოციალური მედიის კომპანიიდან მეტავერსულ კომპანიად გარდავისახოთ". – თქვა ცუკერბერგმა. 

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები