რუსთავში, თბილისის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი 4 წლის ბავშვს შეეჯახა.
მცირეწლოვანი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა, თეა გელაშვილმა საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, პაციენტს მსუბუქი დაზიანება აღენიშნებოდა.
"4 წლის ბიჭუნა შემოყვანილია მშობლების მიერ. აღენიშნება წვივის მიდამოს ზედაპირული ტრავმა, ჩაუტარდა ყველა სათანადო კვლევა, ამ ეტაპზე იგეგმება პაციენტის გაწერა ბინაზე", - განაცხადა გელაშვილმა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.