ევროპული საქართველოს რუსთავის რაიონული ორგანიზაციის 4-მა წევრმა პარტია დატოვა და "ქართულ ოცნებას" შეუერთდა.
როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე "ევროპული საქართველოს" რუსთავის პარტიული სიის მე-2 ნომერმა, ლაშა მჭედლიძემ განაცხადა, მიზეზი გახდა არჩევანი დავით კირკიტაძესა და ნინო ლაცაბიძეს შორის.
"დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ვტოვებთ ევროპული საქართველოს რიგებს და ვუერთდებით ქართული ოცნების მერობის კანდიდატ ნინო ლაცაბიძეს. დავინახეთ რა არჩევანი კირკიტაძეს და ლაცაბიძეს შორის, მივიღეთ ადეკვატური გადაწყვეტილება, რომ შევუერთდეთ ქალბატონ ნინო ლაცაბიძეს. გვაქვს არჩევანი კირკიტაძეს და ლაცაბიძეს შორის, კირკიტაძე, რომელმაც თავისი პოლიტიკური მოღვაწეობიდან დაამტკიცა, რომ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ეს ყველაფერი გამოიყენა სათავისოდ, რაზეც ფაქტები მეტყველებს, ხალხზე ჩამორთმეული ქონებები, რომელიც მერე თავის დაქვემდებარებაში მყოფ ხალხზე ფორმდებოდა. ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ ჩვენ არ ვემხრობით ცრუ დაპირებას, თითქოს კირკიტაძე იზრუნებს რუსთაველ ხალხზე, მისი მთავარი მიზანი არის ერთადერთი, რომ რუსთავი ჩაიგდოს ისევ ხელში.
მეორე მხარესაა ქალბატონი ნინო ლაცაბიძე, ახალგაზრდა რუსთაველი, რომლის მოქმედებებიც არჩევნების შემდგომ უკვე ჩანს ქალაქში", - განაცხადა მჭედლიძემ.