რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 24 ოქტომბერს დავით კირკიტაძის შტაბთან მომხდარი ინცინდენტის თემაზე ვასილ ბალახაძემ ბრიფინგი გამართა.
ბალახაძე აცხადებს, რომ კირკიტაძის მხრიდან მასზე ფიზიკურ ძალადობას სამართლებრივი კვალიფიკაცია უნდა მიეცეს.
მისი ადვოკატის, რევაზ აჭარაძის თქმით, საქმეში ჩაერთო იმისთვის, რომ გამოძიება სამართლიანად ჩატარდეს.
"მთავარი მოთხოვნა ამ პირების ვისაც მე ვიცავ, არის, რომ გამოძიება ჩატარდეს სრულყოფილად და ობიექტურად. არ მოხდეს ფაქტების დამახინჯება, ამ პირებს არ ჰქონდეთ განცდა, რომ გამოძებას თუნდაც რაიმე მეტის გაკეთება შეეძლო. ასევე, გამოკითხული იყოს ყველა პირი და ყველა მტკიცებულება, რომელიც საჭიროა, დამაგრებული იყოს საქმეზე", - განაცხადა რევაზ აჭარაძემ.