თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
სოფელში მერის წარმომადგენლის თქმით, ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა 40 წლამდე მამაკაცი, რომელიც ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი იყო, ხოლო დაშავდა მეორე მანქანაში მყოფი ორი პირი.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.