მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2021-10-27 20:29:32

1 ნოემბრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +17, +22 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.        

28 და 30 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს. ტემპერატურა +9, +14 გრადუსი იქნება. დანარჩენ დღეებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს.

1 ნოემბრიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.       

თბილისში 28 და 30 ოქტომბერს შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს.  ტემპერატურა +10, +12 გრადუსი იქნება, დანარჩენ დღეებში კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა +14, +16 გრადუსამდე მოიმატებს. 1 ნოემბრიდან კიდევ 4-5 გრადუსით დათბება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 28 ოქტომბერი +14°C, 29 ოქტომბერი +15°C, 30 ოქტომბერი +13°C, 31 ოქტომბერი +15°C.