"უკვე 1 საათია 200 მგზავრი ვდგავართ"

2021-10-27 19:37:27

რუსთაველები შინ დაბურნებას ვერ ახერხებენ.

"ინფო რუსთავს" რამდენიმე მგზავრი დაუკავშირდა და განუცხადა, რომ უკვე 1 საათზე მეტია თბილისში არსებულ სხვადასხვა გაჩერებაზე "ინტერტრანსის" მიკროავტობუსს ელოდებიან.

"200 მგზავრი ვდგავართ გაჩერებაზე" - უთხრა ერთ-ერთმა მგზავრმა საინფორმაციო სააგენტოს.

კომენტარისთვის "ინტერტრანსს" დავუკავშირდით.

როგორც კომაპნიაში აცხადებენ, საავტომობილო გზაზე წარმოქმნილი საცობის გამო, მიკროავტობუსები დროულად ვერ ახერხებენ დანიშნულების ადგილამდე მისვლას.

"ინტერტრანსის" ინფორმაციით, არცერთი მგზავრი არ დარჩება დედაქალაქში და უზრუნველყოფილი იქნება თითოეული მათგანის რუსთავში ტრანსპორტირება.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები