"ქართული ოცნების" რუსთავის მერობის კანიდატმა, ნინო ლაცაბიძემ პარტიის შემაჯამებელ აქციაზე შეკრებილ ადამიანებს სიტყვით მიმართა.
ლაცაბიძემ აქცენტები გააკეთა რუსთავზე და აღნიშნა, რომ ნებისმიერი განსხვავებული აზრის მიუხედავად, მეგობრობის ქალაქში, უკეთესი ხვალინდელი დღის სურვილი ყველას გააერთიანებს.
"მოგესალმებით ყველას, განსაკუთრებით მინდა მივესალმო ახალგაზრდებს, მადლობა, რომ დღეს ყველანი ერთად ვართ. ჩემთვის ნამდვილად ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი ემოცია, ვიყო დღეს თქვენთან ერთად, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ახლებურად შევხედოთ მომავალს, გადავიდეთ განვითარების ახალ ეტაპზე და არ მივცეთ საშუალება არავის, დაგვაბრუნოს წარსულში. მჯერა, რომ ჩვენი დღევანდელი ერთად დგომა არის ძალიან ძვირფასი. ჩვენ დღეს გვჭირდება სულისკვეთება იმისთვის, რომ გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, კიდევ უფრო მეტად დავანახოთ ადამიანებს, რომ არის თავისუფლების და წარმატების გზა. ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფლება და არავის ვაპირებთ, რიმ დავუთმოთ, რადგან ბევრი უკვე ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს დაწყებული, რომელსაც ბოლომდე მიყვანა უნდა, რომელიც ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო მეტ განვითარებას და შესაძლებლობას მისცემს.
არ შემიძლია ჩემს რუსთაველებს, რომლებიც აქაც ძალიან ბევრნი არიან, განსაკუთრებით არ მოვეფერო. ნებისმიერი განსხვავებულობის მიუხედავად, ნებისმიერი განსხვავებული აზრის მიუხედავად, მე დარწმუნებული ვარ, ჩვენს მეგობრობის ქალაქში, ჩვენი შვილების უკეთესი ხვალინდელი დღის სურვილი, ყველას ერთად კიდევ გაგვაერთიანებს. მადლობა მხარდაჭერისთვის, ნდობისთვის, რომელიც ჩემთვის არის ძალიან ძვირფასი. სწორედ ასე, სოფლების, ქალაქების განვითარებით, ჩვენ ყველანი ერთად შევიტანთ ძალიან დიდ წვლილს ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაში.
ეს არის ჩვენი გუნდი მთავარი მიზანი და ჩემი მთავარი ამოცანა, რომ არა როგორც პოლიტიკოსმა, არამედ როგორც დედამ, ვიბრძოლო ჩვენი ლამაზი შვილების ლამაზი და ძლიერი ქვეყნისთვის", - განაცხადა ლაცაბიძემ.