რუსთაველმა სტუდენტმა, 18 წლის საბა ღვედაშვლმა ამერიკის ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში 100 000 $ -ის ოდენობის სასწავლო გრანტი მოიპოვა. ის 4 წლის განმავლობაში ბაკალავრიატის საფეხურს სპორტის მენეჯმენტის მიმართულებით ოკლაჰომას უნივერსიტეტში გაივლის.
საბა ღვედაშვილმა სწავლის სრული დაფინანსების მოპოვება მაღალი ქულებით შეძლო, მას შემოთავაზება აშშ-ს რამდენიმე უნივერსიტეტისგან ჰქონდა, თუმცა არჩევანი ოკლაჰომას სახელმწიფო უნივერსიტეტზე შეაჩერა.
გარდა ამისა, სწავლის პარალელურად რუსთაველი სპორტსმენი კალათბურთის უმაღლეს სტუდენტურ ლიგაში NCAA-ში ითამაშებს.
საბა ღვედაშვილი რუსთავში სკოლა "ლამპარის" მოსწავლე იყო, კალათბურთში კი 5 წლის ასაკიდან ვარჯიშობს, ის სხვადასხვა პერიოდში რუსთავის, ესპანეთისა და ჩეხეთის საკალათბურთო კლუბებში თამაშობდა.