მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთი წერილი რუსთავის ციხიდან

2021-10-26 18:48:50

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან კიდევ ერთ წერილს ავრცელებს და აცხადებს, რომ როგორიც არ უნდა იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარს ამბობს გლდანის ციხეში გადაყვანაზე.

"როგორიც არ უნდა იყოს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მე უარს ვაცხადებ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე და მირჩევნია, დავრჩე იქ, სადაც ახლა ვიმყოფები, სანამ ამ სიტუაციას არ დაასრულებს ან ჩემი სიკვდილი, ან ჩემი თავისუფლება. ნებისმიერ სიტუაციაში უარს ვაცხადებ გლდანის ციხეში ჩემს გადაყვანაზე",- ნათქვამია სააკაშვილის წერილში