როგორ მოიპარა რუსთავში მაღაზიიდან ქალმა ტანსაცმელი [video]

2021-10-22 18:46:18

ქურდობის ფაქტი რუსთავში. მეგობრობის გამზირზე მდებარე მაღაზია "ჯასტინიდან" ახალგაზრდა ქალმა "ფულეს" მაისური მოიპარა და ადგილიდან მიიმალა. [video/ვიდეო]

როგორც ინფო რუსთავს მაღაზიის წარმომადგენელმა განუცხადა, თავდაპირველად ახალგაზრდა ქალმა 2 მაისური აიღო გასახდელ ოთახში შევიდა მოისინჯა. იქიდან გამოსულმა კი ერთი მაისური დახლზე დააბრუნა ერთი კი მოიპარა.

მაღაზიის წარმომადგენლები ახალგაზრდა ქალს მოუწოდებენ მოპარული ნივთი უკან დააბრუნოს.