26 ოქტომბერს რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2021-10-25 17:51:56

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

26 ოქტომბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში, მესხიშვილის, ლეონიძის, თოდრიას, მეგობრობის, შარტავას, 15-ე, 14-ე მიკრორაიონებს და მიმდებარე ქუჩებზე;

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.