არასრულწლოვნებმა თანატოლზე იძალადეს

2021-10-25 11:51:47

ბათუმში არასრულწლოვანებმა თანატოლზე იძალადეს და ვიდეო სოციალურ ქსელში განათავსეს.

Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ არასრულწლოვანები თანატოლზე ძალადობენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ : "მითხარი, რა ხარ... მითხარი თქო, რა ხარ, კიდე გაიმეორე, თორე დაგარტყამ კიდევ ერთხელ, შენი დედა მოვ**ან". - ისმის გავრცელებულ ვიდეოში.

როგორც "ინფო რუსთავი" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო.

"შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, როგორც კი ცნობილი გახდა ფაქტის შესახებ, დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები. ჩატარდა გამოკითხვები, მათ შორის არასრულწლოვნების. საგამოძიებო მოქმედებები კანონის სრული დაცვით - მშობლებთან და სოც მუშაკთან ერთად ჩატარდა. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით",- აცხადებენ უწყებაში.