რუსთავში, შარტავას გამზირზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შტაბთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126- მუხლით არის დაწყებული, რაც ძალადობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ შარტავას გამზირზე არსებულ ოფისთან ერთმანეთს "ქართული ოცნებისა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. ადგილი ჰქონდა როგორც სიტყვიერ, ასევე სიტყვიერ დაპირისპირებასაც.