ეპიდვითარება რუსთავში

2021-10-23 18:45:54

გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 25 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სწრაფი ტესტით 81 პირი შემოწმდა.

მათ შორის 11 პირს ვირუსი "პისიარ" კვლევით დაუდგინდა.

კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში. აქედან 2 "პისიარ" კვლევის შედეგად გამოვლინდა.

როგორც "ინფო რუსთავს" კლინიკის ხელმძღვანელმა, მერი ლოლაძემ განუცხადა, სამედიცინო დაწესებულებაში სწრაფი ტესტით, ჯამში, 112 პირი გამოიკვლიეს.