კიდევ ერთი ვარსკვლავი რუსთავის პარკში

2021-10-23 18:11:20

რუსთავის პარკში დამსახურებული მწვრთნელის პეტრე ჯაოშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.

ჯაოშვილი თავისუფალ ჭიდაობაში რესპუბლიკური კატეგორიის მსაჯი, რუსთავის საპატიო მოქალაქე და ქვემო ქართლის ჭიდაობის რეგიონალური ფედერაციის გენერალური მდივანია.

მას თავისუფალ ჭიდაობის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მინიჭებული აქვს ქვემო ქართლის ჭიდაობის რეგიონალური ფედერაციის პრეზიდიუმის  საპატიო წევრის წოდება.

ფლობს საქართველოს პრეზიდენტის  მიერ ,,ღირსების ორდენის კავალერის წოდებას" (1998). დაჯილდოებულია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ ოლიმპიური მედლით.

პეტრე ჯაოშვილს არაერთი სპორტის ოსტატი და ტიტულოვანი სპორტსმენი ჰყავს გამოზრდილი.

პარკში ვარსკვლავის გახსნას მოწვეულ სტუმრებთან ერთად ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი და კომიტეტის სხვა წევრები ესწრებოდნენ.