რუსთავში დავით კირკიტაძის ბანერები დააზიანეს

2021-10-23 17:52:32

რუსთავში, კოსტავას გამზირზე გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის შტაბზე გაკრული ბანერები დააზიანეს.

კირკიტაძის განცხადებით, ვანდალური ფაქტი "ქართული ოცნების" აქტივისტმა ჩაიდინა.

"ზუსტად იმ დროს, როცა ჩვენ ვიყავით 22 სკოლასთან და ახალ ინიციატივას ვაანონსებდით, კოსტავას ქუჩაზე ძალიან საეჭვოდ გამოირთო დენი, რამაც გამოიწვია კამერების გათიშვა. ეს იცოდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა და ვერცხლისფერი მანქანიდან გადმოხტა ერთ-ერთი ახალგაზრდა და მსგავსი ვანდალიზმი ჩაიდინა. ესაა მათი რეალური სახე",- განაცხადა დავით კირკიტაძემ.

გაერთიანებული ოპოზიციის რუსთავის მერობის კანდიდატმა ადგილზე გამოიძახა საპატრულო პოლიციაც.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები