"რუსთავის სკოლებში ერთჯერადი უფასო კვება ექნებათ" [video]

2021-10-23 14:21:21

"ყველა მშობელმა, რომელსაც შვილი დაჰყავს რუსთავის სკოლებში, მინდა იცოდეს, რომ მათ შვილებს ექნებათ ერთჯერადი უფასო კვება,"- ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის რუსთავის მერობის კანდიდატმა, დავით კირკიტაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა და თქვა, რომ თბილისის საერთო ოპოზიციური მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას ინიციატივას უერთდება.

კირკიტაძის თქმით, თუკი ის რუსთავის მერი გახდება, აღნიშნული პროგრამით ისარგებლებს ყველა მოსწავლე, რომელიც რუსთავის საჯარო სკოლაში დადის.

"თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიასა და დედაქალაქის მომავალი კოალიციური მთავრობის ინიციატივას, რომელიც დაანონსდა მათ მიერ და ეხებოდა თბილისის საჯარო სკოლებში მოსწავლეების უფასო კვებას, პოზიტიური გამოხმაურება მოყვა რუსთავშიც. არაერთმა მშობელმა მოგვმართა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ მსგავსი ტიპის ინიციატივა განხორციელებული ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ საშური საქმე იქნებოდა რუსთავშიც. ამიტომ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გუნდმა, რომელიც უკვე წარმოდგენილია საკრებულოში და მე როგორც მერობის კანდიდატმა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ დიდ ინიციატივას შევუერთდეთ და ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა რუსთავის ბიუჯეტით იმპლემენტაცია მოვახდინოთ ამ პროგრამის. ყველა მშობელმა, რომელსაც შვილი დაჰყავს რუსთავის სკოლებში, მინდა იცოდეს, რომ მათ შვილებს ექნებათ ერთჯერადი უფასო კვება...

ერთი ლანჩბოქსი, შესაბამისი დათვლილი კალორაჟით, ჯდება 2,5-დან 3 ლარამდე. ეს თანხა არის გადაყვანილი სასწავლო დღეებზე და მოსწავლეების რაოდენობაზე და რუსთავის ბიუჯეტს დაუჯდება 6 800 000-დან 7 200 00-ლარამდე. დღეს ქალაქს ბიუჯეტი იძლევა შესაძლებლობას, როდესაც მოხდება კორექცია და იმ საჭიროებით გამოყენება, რაც დგას ქალაქში. რომ ბავშვებს რომლებიც დადიან საჯარო სკოლაში აღარ ჰქონდეთ გამოკვების პრობლემა და იმ კალორიების მიღების, რომელიც საჭიროა მოზარდისთვის",- განაცხადა კირკიტაძემ.



ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები