"დენის გათიშვის შესახებ ინფორმაციას არ გვაწვდიან"

2021-10-23 11:33:39

რუსთავის ნაწილს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.

დენი არაა აქვს ძველი რუსთავის დიდ ნაწილს, მათს შორის კოსტავას, რუსთაველის, კონსტიტუციის, ფიროსმანის და მიმდებარე ქუჩებს.

როგორც "ინფო რუსთავს" ამ ქუჩებზე მცხოვრებლები უცხადებენ, ბოლო დღეების განმავლობაში ელექტრო ენერგიის გათიშვა მათი წინასწარი გაფრთხილების გარეშე ხდება.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიას" დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ახალი სადენების მონტაჟი და ელექტრო ენერგია 2 საათზე აღდგება.

"ბოლო ორი დღეა გათიშვები ხშირია ამ ქუჩებზე, რადგან მიწაში ახალ სადენების ქსელს დებენ. დღეს მაქსიმუმ 2 საათზე ჩაირთვება და აღარ იქნება პრობლემა. გუშინ დაემთხვა გეგმიური და ავარიული გათიშვებიც",- განუცხადეს კომპანიაში "ინფო რუსთავს"ზ