როგორ აღმოჩნდა სააკაშვილი სხვა საკნის სარკმელთან

2021-10-21 19:49:09

საქართველოს მესამე პრეზიდენტი საპატიმროში მისმა ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა მოინახულა. უფლებადამცველმა სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა და განმარტა თუ როგორ აღმოჩნდა სააკაშვილი იმ საკნის სარკმელთან საიდანაც აქციის მონაწილეებს მიმართა.

"მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდა ტექნიკური პროცედურებისთვის გზის ნაპირა ოთახში.სადაც მან გაიგო რომ გარეთ მიმდინარეობდა აქცია და შესაბამისად ვერაფერმა ვერ დააბრკოლა მისი სურვილი რომ დაემყარებინა კომუნიკაცია ამ ხალხთან. ვიზუალური კომუნიკაცია ამ შემთხვევაში", - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

შეგახსენებთ რომ მიხეილ სააკაშილი აქციის მონაწილეებს მოულოდნელად საკნიდან გამოეხმაურა.