ეპიდვითარება რუსთავში

2021-10-21 19:43:07

გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 36 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სწრაფი ტესტით 124 პირი შემოწმდა.

9 პირს ვირუსი კლინიკაში "პისიარ" კვლევის შედეგად დაუდასტურდა.

კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში. აქედან 4 "პისიარ" კვლევის შედეგად გამოვლინდა.

როგორც "ინფო რუსთავს" კლინიკის ხელმძღვანელმა, მერი ლოლაძემ განუცხადა, სამედიცინო დაწესებულებაში სწრაფი ტესტით, ჯამში, 212 პირი გამოიკვლიეს.