რუსთავში კიდევ ერთი სკოლა დაიხურა

2021-10-21 19:25:30

რუსთავში მე-16 საჯარო სკოლა დაიხურა.

მიზეზი სკოლაში კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირება გახდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ქალაქის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ ხეჩიკაშვილმა განუცხადა, კორონავირუსი სკოლის პოედაგოგს დაუდასტურდა, რომელიც მაღალ კლასებში ასწავლის.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების 600-ზე მეტი მოსწავლე ორი კვირის განმავლობაში სწავლების დისტანციურ რეჟიმზე იქნება.

ცნობისთვის, კოვიდ19-ის შემთხვევა ქალაქის ყველა სკოლაშია დაფიქსირებული, მათ შორის 6 უკვე სრულად დისტანციურ რეჟიმზეა გადასული.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები