22 ოქტომბერს რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2021-10-21 18:02:47

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

22 ოქტომბერს 02:00-დან 03:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში კონსტიტუციის, ბარათაშვილის, 9 მაისის, კოსტავას, არაყიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე;

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.