2021-10-21 17:23:02
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ოზურგეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, აქედან ერთ-ერთი მცირეწლოვანია. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.