"ევროპული საქართველოს" 2 წევრი "ქართულ ოცნებაში" გადავიდა [video]

2021-10-21 16:18:26

"ევროპული საქართველოს" 2-მა წევრმა პარტია დატოვა და "ქართული ოცნების" რუსთავის რაიონულ ორგანიზაციას შეუართდა.

პარტია დატოვეს "ევროპული საქართველოს" გარდაბნის საკრებულოს წევრობის კანდიდატმა გაბილ გასანოვმა და რუსთავის მე-7 სამაჟორიტარო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკოლოზ ქოჩიაშვილმა.

მათი თქმით, მიზეზი გახდა ის, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებული შეთანხმება დაირღვა.

"დავტოვეთ ევროპული საქართველო პირველი ტურის შემდეგ, რომელშიც დავინახეთ არასწორი მოქმედება გაერთიანებულ ოპოზიციასთან. არასწორი მუშაობის გამო, იმის გამო, რომ არ ფიქრობენ ხალხზე და ფიქრობენ მხოლოდ თავის სკამებზე.

დღეს არანაირად არ დავუჭერთ მხარს მოძალადე პარტიას. 2003 წლიდან 2012 წლამდე მოძალადე ნაციონალური მოძრაობის წევრები ითვისებდნენ მიწებს და ართმევდნენ ხალხს ქონებას.

როცა დავინახე რომ ევროპულ საქართველოსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის არანაირი განსხვავება აღარ არის და ეგ იყო თამაში, ამიტომ გადავწყვიტე სწორი გზა ამერჩია, გადავედი ქართულ ოცნებაში და ვუჭერ მხარს ნინო ლაცაბიძეს.

ნაციონალებმა ოპოზიციის წარმომადგენლები ყველა მოგვატყუეს. შევთანხმდით, რომ საკრებულოში ჩვენი პარტიის წარმომადგენლები უნდა ყოფილიყვნენ და მერი იქნებოდა მაგათი. მოხდა ისე, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ყველგან მარტო მისცა ხმა თავის პარტიას და არა ოპოზიციას.

იმიტომ ვარ ჩემს პარტიაზე ნაწყენი, რომ ჩვენ არ უნდა შევთანხმებულიყავით ნაციონალურ მოძრაობასთან.

ქართულ ოცნებას იმიტომ ვუერთდები, რომ დღვანდელი კანდიდატი, ქალბატონი ნინო მართლა ხალხისთვისაა. რაც პარლამენტში შევიდა, გაკეთდა რუსთავისთვის ბევრი რამე. მაგ ქალბატონი არის მშრომელი, არის დაბადებული გაზრდილი რუსთავში და არის რუსთავისთვის და არა სკამისთვის", - განაცხადა გაბილ გასანოვმა.