ავარია მეგობრობის გამზირზე [photo]

2021-10-21 15:02:25

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ფოლკცვაგენის" მარკის მსუბუქი ავტომობილი და "მერსედესის" მარკის ტაქსი შეეჯახა.

"მე უნდა დამეთმო გზა", - განაცხადა საინფორმაციო სააგენტოსთან ტაქსის მძღოლმა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.