აქცია რუსთავის ციხესთან [video]

2021-10-21 14:25:45

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან შეკრებილ მხარდამჭერებს ციხიდან მიესალმა.

ცოტა ხნის წინ, სააკაშვილი საკნის გიგოსებთან მივიდა, ციხის სარკმლის მინები ჩაამტვრია და აქციის მონაწილეებისთვის მისალმება ამის შემდეგ შეძლო.

სააკაშვილმა საკნიდან მხარდამჭერებს შემდეგი სიტყვებითაც მიმართა: „ძალიან მაგრები ხართ“. ციხესთან შეკრებილები სკანდირებდნენ: "მიშა, მიშა!"

ციხესთან სააკაშვილის რუსთაველმა მხარდამჭერებმა მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. აქციაზე იმყოფებოდა რუსთავის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი დავით კირკიტაძე.

"გუშინ სოციალურ ქსელში დაანონსდა ხმოვანი სიგნალების აქცია რუსთავის ციხესთან და მეც ერთ-ერთი ვარ, რომელიც შემოუერთდა ამ აქციას და მოთხოვნაა მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება და ის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს ჰქონდეს სამართლიანი სასამართლოს უფლება. ძალიან კარგი იქნება, თუ ჩვენი ხმა ესმის მიხეილ სააკაშვილს", - განაცხადა კირკიტაძემ.