თურქეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია

2017-08-19 18:42:41

თურქეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს. როგორც "ინფო რუსთავს" დაკავებულის ოჯახის წევრებმა აცნობეს, 29 წლის გ.ქ თურქულმა პოლიციამ რამდენიმე საათის წინ გაათავისუფლა. მამაკაცს ბრალად მაღაზიიდან სათვალის მოპარვა ედებოდა, როგორც დაკავებულის ოჯახის წევრები განმარტავენ, გ.ქ ოპტიკის მაღაზიაში შევიდა, სადაც ერთ-ერთი სათვალე მოიზომა და გამყიდველს პროდუქციის თანხა დახლზე დაუტოვა, თუმცა მომსახურე პერსონალმა თანხა ვერ შეამჩნია და დაცვას დაუძახა.

დაკავებული ბრალს არ აღიარებდა, სათვალთვალო კამერის ჩანაწერების ნახვისას კი აღმოჩნდა, რომ მომხდარი გაუგებრობა იყო, ამიტომ თურქულმა პოლიციამ საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლა და ის საქართველოში ხვალ დაბრუნდება.

მამაკაცის დაკავების შესახებ ინფორმაცია თურქულმა მედიამ გაავრცელა.