რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2021-10-20 17:13:29

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 ოქტომბერს 11:00-დან 18:30 საათამდე ელ. ენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში კოსტავას, სპორტის, მშენებელთა, 1 მაისის, ქუთაისის, ლესელიძის, შარტავას, ფიროსმანის, დუმბაძის, 20-ე, 21-ე მიკრორაიონების და მიმდებარე ქუჩებზე;

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.