სპეცოპერაციების სერია ფონიჭალაში

2021-10-20 15:37:38

რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ მაგისტრალთან ფონიჭალაში ერთდროულად ორ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, საქმე, სავარაუდოდ, ნარკოდანაშაულს ეხება.

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები და სპეციალური დანაყოფის რაზმის წევრები.