2021-10-20 11:07:20
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულთან მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს “ჯიპ ჩეროკისა” და “ტოიოტას” მარკის ავტომობილები შეეჯახნენ, რის შედეგადაც ერთ-ერთი ავტომობილის მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ფოტო: მთავარი ამბები კახეთიდან