რუსთავში მამაკაცმა 50 ყუთი მეტლახი მოიპარა

2021-10-21 00:07:22

რუსთავში მამაკაცმა 50 ყუთი მეტლახი მოიპარა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით 25 წლამდე მამაკაცმა ე.წ. "სტამბულის" ბაზრის ტერიტორიაზე განთავსებული სამშენებლო მაღაზიიდან მეტლახი მოიპარა და ადგილიდან მიიმალა.

მამაკაცმა მოსაპირკეთებელი მასალა, 50 შეკვრა ტაქსით წაიღო.

არსებული ინფორმაციით ახალგაზრდა რუსთავის პოლიციამ უკვე დააკავა.