რუსთავში მე-11 საჯარო სკოლა დაიხურა.
მიზეზი კორონავირუსის შემთხვევების გავრცელებაა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სკოლის დირექტორმა, გიორგი შეყილაძემ განუცხადა, 900-ზე მეტი მოსწავლე ორი კვირის განმავლობაში სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, რადგან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეებს შორის კორონავირუსის დაახლოებით 16-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული.
ცნობისთვის, კოვიდ19-ის შემთხვევა ქალაქის ყველა სკოლაშია დაფიქსირებული, მათ შორის უკვე 4 სრულად დისტანციურზეა გადასული.