კოვიდ19-ის შემთხვევა რუსთავის ყველა სკოლაში დაფიქსირდა

2021-10-18 19:08:41

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები რუსთავის ყველა სკოლაში ფიქსირდება.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ ხეჩიკაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, სკოლებში ცალკეული შემთხვევების დაფიქსირების გამო სწავლება ჰიბრიდული წესით გაგრძელდება, ხოლო სამი სკოლა გავრცელების მაღალი რისკების გამო დაიხურა.

ამ დროისთვის დახურულია მე-5, 21-ე და 22 საჯარო სკოლები, მე-3 საჯარო სკოლაზე კი სამინისტროში გადაგზავნილია მოთხოვნა და მინისტრის განკარგულებას ელოდებიან.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები