"ბოლო დღეების განმავლობაში ჰქონდა წნევის ცვალებადობა"

2021-10-18 14:11:15

რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი მისმა უფლებადამცველებმა მოინახულეს.

საპატიმროდან გამოსული დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ 18 დღიანი შიმშილობის გამო სააკაშვილს წნევის ცვალებადობა აქვს .

"მე-18 დღეა, რაც მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს. ბუნებრივია, საერთო სისუსტე შენარჩუნებულია, დღითი დღე საერთო სისუსტე მოიმატებს და უარყოფითი მხარეები მის ჯამრთელობაზე აისახება. გარდა ამის, მას ბოლო დღეების განმავლობაში ჰქონდა წნევის ცვალებადობა. თუმცა საერთო ჯამში, მისი მორალური და ფსიქოლოგიური სიძლიერიდან გამომდინარე ის თავს გრძნობს მხნედ",- განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტს საპატიმროში მისი პირადი ექიმიც მოინახულებს, რომელიც 18 დღიანი შიმშილობის ფონზე სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეაფასებს.