როგორია პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა

2021-10-18 12:57:16

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში კოვიდინფიცირებული 100-მდე ბავშვი მკურნალობს. კლინიკის დირექტორის, მაია ჩხაიძის განცხადებით, ამ ეტაპზე მართვით სუნთქვაზე არცერთი პაციენტი არ იმყოფება ჩხაიძის ინფორმაციით, ინფიცირებული ბავშვების მშობლების უმეტესობა აუცრელია.

90-ზე მეტი, 100-მდე ბავშვი წევს, 54 მშობელი წევს. რეანიმაციაში 23 პაციენტია, ამჟამად იქ არის 2 ადგილი. უკიდურესად მძიმე და მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტი არ გვყავს ამ ეტაპზე. სულ 3 მშობელია ორჯერადად  ვაქცინირებული. საშუალოდ შემოდის 15-20 პაციენტი", - ამბობს მაია ჩხაიძე.