ექიმი, ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე ჭარბი წონის პრობლემებს მორიგ FACEBOOK ჩართვას უძღვნის. მისი თქმით, ჩვენს ორგანიზმში ჭარბი წონის ხელშემწყობი ჰორმონი არის ინსულინი.
მისი თქმით, ინსულინის წარმოქმნას ხელს უწყობს სახამებლის შემცველი სწრაფი ნახშირწყლები - პურფუნთუშეული, მაკარონი, კარტოფილი, ბრინჯი, წიწიბურა და სხვა.
ღოღობერიძე განმარტავს, რომ თუ წონასთან დაკავშირებული პრობლემების დროს სწრაფ ნახშირწყლებს უნდა მოვერიდოთ და მეტად დავტვირთოთ ჩვენი რაციონი ბოჭკოთი, რაშიც მოიაზრება ცელულოზა და ისეთი ნახშირწყლები, რომელიც სისხლში ინსულინის რაოდენობას ისე არ ზრდის, რომ ცხიმის დამშლელი ფერმენტი დათრგუნოს.
როგორც ღოღობერიძე ამბობს, წონის კონტროლისთვის კარგია სტაფილო, ბროკოლი, ავოკადო, პომიდორი, კიტრი, სტაფილო და სხვა ბოსტნეული.