აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის 30 წლის იუბილე რუსთავში [video]

2021-10-17 19:37:33

რუსთავში აზერბაიჯანის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.

მათ შორის ამ დღისადმი მიძღვნილი მარათონიც, რომელმაც სტარტი თბილისში აიღო და რუსთავში დასრულდა. ორ ქალაქს შორის არსებული მანძილი მონაწილეებს გარბენით უნდა დაეფარათ.

მარათონში პირველ ადგილზე გასვლა 29 წლის დავით ხარაზიშვილმა მოახერხა, რომელმაც სიმბოლურად 30 კილომეტრის გარბენა 90 წუთში შეძლო და პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი.

რუსთავში ალიევის სკვერის მიმდებარედ მარათონში მონაწილეების დაჯილდოების ცერომენია გაიმართა, რომელსაც საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულიევი, საქართველოში თურქეთის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და საზოგადო მოღვაწეები ესწრებოდნენ.

გამარჯვებულებსა და მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.