"ფრთხილად იყავით!"

2021-10-26 15:20:10

რუსთავში, ქუჩაში მიმავალ ახალგაზრდა ქალს პიროტექნიკა ესროლეს, რის შედეგადაც მან ფეხზე დამწვრობა მიიღო.

მომხდარის შესახებ გოგონა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"დღეს თოდრიაზე 4 ბავშვი მიდიოდა (სკოლის მოსწავლეები). მთელი გზა აფეთქებდნენ ასაფეთქებლებს და გამვლელებს უგდებდნენ ფეხებში, სავარაუდოდ, ჩემთანაც ასე მოხდა, რის შეგედადაც ფეხსაცმელში ჩამივარდა ასაფეთებლის ნამწვავი და დამეწვა ფეხი...

იმიტომ ვწერ ამას, რომ მშობლებმა გააფრთხილოთ და აუხსნათ შვილებს, არ შეიძლება ასაფეთქებლების ასე სროლა ფეხებში", - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

როგორც მან საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" განუცხადა, დამწვრობა კოჭთან მიიღო, თუმცა მსუბუქ ფორმებში და მისი სახლის პირობებში დამუშავება საკმარისი აღმოჩდნა.

"ძალიან მეტკინა, თავიდან ვერ მივხვდი რა მოხდა. იმიტომ დავწერე, რომ ფრთხილად იყვნენ. მგონია, რომ ბევრია შეწუხებული მსგავსი სიტუციებით. ძალიან არ მაქვს დამწვარი, ჩემით დავიმუშავე სახლში", - განუცხადა "ინფო რუსთავს" ახალგაზრდა ქალმა.