ვეტერანთა დღე რუსთავში [photo]

2021-10-17 14:03:08

17 ოქტომბერს საქართველოში ვეტერანთა დღე აღინიშნება.

ამ დღესთან დაკავშირებით, რუსთაველმა ვეტერანებმა და ქალაქის მერმა გამარჯვების ხეივანში დაღუპული ჯარისკაცების მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

"ეს დღე  ვეტერანების დღეა და სრულიად საქართველო აღნიშნავს. გვირგვინით შევამკეთ ჩვენი დაღუპული მეგობრების მემორიალი",- განაცხადა ლევან ამირიძემ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსმა.

რუსთავში აფხაზეთის ომისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 1200-მე ვეტერანია.

საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წლიდან აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რაც შემდგომში ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა.