საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ვეტერანებისთვის იანვრიდან ყოველთვიური 22-ლარიანი დანამატი 5-ჯერ გაიზრდება.
„საზოგადოების განვითარების საზომი არის ის, თუ როგორ ვაფასებთ და ვზრუნავთ სამშობლოს დამცველებზე. ჩვენი მთავრობა, შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს აკეთებს ვეტერანების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვეტერანებსა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ყველას გვაწუხებს ყოველთვიური 22-ლარიანი დანამატი, ჩვენი გადაწყვეტილებით ეს საკითხი გადაიხედება და იანვრიდან, 5-ჯერ გაიზრდება ყოველთვიური დანამატი. თქვენი დაფასება არის არა მხოლოდ ღვაწლისა და დამსახურების აღიარება, არამედ ეს არის ზრუნვა მომავალზე, ჩვენს ახალგაზრდა თაობებში სწორი ღირებულებების, სამშობლოსა და თავისუფლების უზენაესობის იდეალთა დამკვიდრებაზე“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.