“ჯალათი ციხეში!” [video]

2021-10-16 14:13:55

"ჯალათი ციხეში" - ამ ლოზუნგით რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან საპროტესტო აქცია დასრულდა.

ციხესთან სააკაშვილის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მესამე პრეზიდენტი პოლიტიკური პატიმარი არაა და ის ციხიდან ვადაზე ადრე არ უნდა გათავისუფლდეს.

აქცია თორნიკე მოლაშვილის სიტყვით მიმართვით გაიხსნა, რომელმაც განაცხადა, რომ აქციის ჩატარება რამდენიმე პოლიტპატიმარმა გადაწყვიტა.

რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის სრული მობილიზებაა.