“აუცილებელია საყოველთაო შერიგება”

2021-10-15 14:37:09

მეუფე მელქისედეკმა, რომელიც ცოტა ხნის წინ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად მივიდა, განაცხადა, რომ აუცილებელია საყოველთაო შერიგება და უნდა დასრულდეს ერთმანეთთან დაპირისპირება. მისივე თქმით, სასულიერო პირებმა ამ მხრივ შუამავლის როლი უნდა შეასრულონ:
"მე მის გათავისუფლებას მოვაწერე ხელი და ის, რომ ერთი 5 დღის წინ გავაჟღერე მეც ეს იდეა, რომ აუცილებელია საყოველთაო შერიგება ჩვენი ერისა. აუცილებელია, ერთმანეთის დაპირისპირება ჩვენ კარგს არაფერს მოგვიტანს და მე მიმაჩნია, რომ ჩვენ, სასულიერო პირებს, ეკლესიას, შუამავლის შესაძლებლობა გვქონდეს და როგორმე გავაერთიანოთ ჩვენი ერი, რომელიც ბოლო ათეული წლებია სულ დაპირისპირებაში ვართ და არ შეიძლება.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველას შერიგებისკენ, დანარჩენი მათი გადასაწყვეტია",- თქვა მეუფემ.