“ყველაზე ეფექტური გზაა ზურაბიშვილის მიერ გადაწყვეტილების მიღება”

2021-10-15 13:29:56

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ყველაზე ეფექტური გზა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გადაწყვეტილების მიღება იქნება.

ადვოკატ ბასილაიას თქმით, სალომე ზურაბიშვილმა მოვლენებს დაასწრო და განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტს არ შეიწყალებს.

„საუბარი გვექნება მისი გათავისუფლების სამართლებრივ გზებზე, რაზედაც რეალურად საქართველოს ხელისუფლება უნდა ფიქრობდეს. პირველ რიგში, ყველაზე ეფექტური გზა არის სალომე ზურაბიშვილის მიერ გადაწყვეტილების მიღება. მან სამწუხაროდ, დაასწრო მოვლენებს და თავიდან დაიჭირა ისეთი პოზა, რომ მსგავს გადაწყვეტილებას არ მიიღებდა.
ჩვენ გვაქვს პრეცედენტები, როდესაც პოლიტიკურ საქმეებზე, მიუხედავად მის მიერ ადრე გაკეთებული განცხადებებისა, მან მიიღო პოლიტიკურ პატიმართა გათავისუფლების გადაწყვეტილება. საქართველოს ისტორიაში მიხეილ სააკაშვილზე უფრო მსხვილი ფიგურა პოლიტიკურ პატიმრობაში არ ყოფილა“, - აღნიშნა ბექა ბასილაიამ.