"თავისუფლება მიშას" - თბილისში აქცია დაიწყო

2021-10-14 18:56:08

თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით საპროტეს­ტო აქ­ცია და­ი­წყო. აქ­ცი­ა­ზე წუთირი დუ­მი­ლით პა­ტი­ვი მი­აგ­ეს ბა­თუ­მის ტრა­გე­დი­ით გარ­დაც­ვლი­ლებს.
ამის შემ­დეგ სცე­ნა­ზე მომ­ღე­რა­ლი ლექს-სენი გა­მო­ვი­და, სი­ტყვით მი­მარ­თა შეკ­რე­ბი­ლებს, რის შემ­დე­გაც მუ­სი­კა­ლუ­რი ნო­მე­რი შე­ას­რუ­ლა.

ამის შემდეგ, აქციის მონაწილეებს “მთავარი არხის” დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილის წერილი წაუკითხა.

“მოგესალმებით სამარტოო საკნიდან ტელეეკრანის შემყურე, დარჩენილ სიცოცხლეს გავცვლიდი იმაში, რომ ახლა თქვენთან ერთად ვიყო, ჩვენს მრავალ ათას თანამემამულესთან, საიდანაც ერთი ხელის გაწვდენაზე ვარ, მაგრამ მაინც ვერ გიერთდებით, ვერ გიერთდებით ჯერ.

ჩემი უპირველესი ნატვრა და მთავარი სურვილია, ქართველებს ჰქონდეთ სახელმწიფო გამორჩეული თავისუფლებით და კეთილდღეობით, სამართლიანობით და დაცულობით, უძველეს ევროპელებს უნდა გვქონდეს ევროპული ქვეყანა, სხვა ევროპულ ქვეყნებში კი დავდიოდეთ ტურისტებად, სასწავლებლად, ბიზნესის საკეთებლად, მაგრამ ყოველთვის უნდა ვბრუნდებოდით შინ, როგორც მე დავბრუნდი შინ”, - წერს სააკაშვილი.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ აქ­ცი­ას რე­გი­ო­ნე­ბი­დან ჩა­მო­სუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც შე­უ­ერ­თდნენ.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ნა­წი­ლი ორ­ბე­ლი­ა­ნის და რეს­პუბ­ლი­კის მო­ედ­ნებ­ზე შე­იკ­რიბა, რის შემ­დე­გაც მათ თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე მსვლე­ლო­ბით გა­და­ი­ნაც­ვლეს.

აქცია გაერთიანებულია ლოზუნგის გარშემო - “თავისუფლება მიშას”.