"ერთი კარგი ინფორმაცია უნდა ვთქვა"

2021-10-14 16:20:46

"ერთი კარგი ინფორმაცია უნდა ვთქვა, თუმცა ამით არ ვამშვიდებ არავის. ჩვენთან რომ ზამთარია, სამხრეთ ნახევარსფეროში ზაფხულია და ჩვენთან რომ ზაფხული იყო, იქ იყო ზამთარი. ზამთარშია გრიპის სეზონი. შესაბამისად, სამხრეთ ნახევარსფეროში, ჩვენთან ზაფხულის დროს ავსტრალიაში, ზელანდიაში, არგენტინაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, პრაქტიკულად წელსაც არ იყო გრიპი. დიდი ალბათობით, ჩვენთანაც ასე იქნება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვაქცინა არ გავიკეთოთ", - ამის შესახებ ბიძინა კულუმბეგოვმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.