სარფში საზღვრის კვეთის დრო გახანგრძლივდა

2021-10-14 13:26:42

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე სამუშაო საათები, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო იყო შეზღუდული, ხანგრძლივდება.

ბათუმში თურქეთის საკონსულოს ცნობით, დღეიდან, 14 ოქტომბრიდან, საქართველოდან თურქეთში მიმავალ მოქალაქეებს შეეძლებათ სარფის საზღვარი დილის 10:00 საათიდან საღამოს 24:00 საათამდე გადაკვეთონ.

საქართველოდან თურქეთში წასვლის მსურველ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს:

საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობა კოვიდპასპორტი ან PCR ტესტი მოქალაქემ გამგზავრებამდე 72 საათით ადრე თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე უნდა შეავსოს ელექტრონული ანკეტა –  register.health.gov.tr და მიიღოს ე.წ. HES კოდი. HES კოდი საჭიროა თურქეთში გადაადგილებისთვის.

დღემდე სარფის საზღვრის გადაკვეთა შესაძლებელი იყო დილის 10:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე.